Friday, May 15, 2015

ლადო ასათიანის ლექსი ,,ვაჟა-ფშაველას ნაამბობი"

გაკვეთილის თემა

ლადო ასათიანის ლექსის „ვაჟა-ფშაველას ნაამბობის“ გაცნობა- ანალიზი
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, ლექსი ,საწერი საშუალელებები,ვაჟა-ფშაველას ცხოვრების ამსახველი ფოტო მასალა
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით.                             

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს მოსაუბრის საკომუნიკაციო ამოცანას (ისმენს სკოლაში მოწვეული სტუმრის, ტელე- და რადიოგადაცემების წამყვანთა და მონაწილეთა საუბარს და განსაზღვრავს, რა მიზანს ისახავენ ისინი: მსმენელის ინფორმირებას, დარწმუნებას თუ გართობას);
·         მსჯელობს იმის შესახებ, რამდენად გაართვა თავი მოსაუბრემ საკომუნიკაციო ამოცანას (ანუ გასაგებად მიაწოდა თუ არა მსმენელს ინფორმაცია; შეძლო თუ არა მისი დარწმუნება, გართობა და ა.შ.);
·         აანალიზებს სატელევიზიო ინტერვიუს ან დისკუსიას (რა იყო გადაცემის თემა; რატომ მოიწვია წამყვანმა მაინცდამაინც ეს ადამიანები; იყო თუ არა წამყვანი კორექტული; უსმენდა თუ არა სტუმარს; იყო თუ არა რაიმე გამაღიზიანებელი წამყვანის მეტყველებაში; რამდენად ეფექტურად იყენებდნენ მოსაუბრეები ჟესტ-მიმიკის ენას და სხვ.);
·         მსჯელობს იმის შესახებ, მოეწონა თუ არა (და რატომ) თანაკლასელის მიერ წაკითხული ლექსი, იგავ-არაკი, პროზაული ტექსტის ფრაგმენტები, ზეპირად გადმოცემული ამბავი ან წარმოდგენილი ინფორმაცია.
წინასწარი ცოდნა
ვაჟა-ფშაველასა და ლადო ასათიანის ცხოვრებისა და შემოქმედების საერთო ინტერესები და თემატიკა
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა ნამუშევრების , სასწავლო დავალებების/ინსტრუქციების სათანადო რუბრიკებით შეფასება
მნიშვნელობა და აქტუალობა
ლექსის ფორმასა და შინაარსზე დაკვირვების უნარ-ჩვევის განვითარებაზე მუშაობა
გაკვეთილის მსვლელობა

მასკლასს გავაცნობ პარაგრაფის მიზანს.
დავუსვამ პარაგრაფშ ი მოცემულ მაპროვოცირებელ კითხვებს.
მოსწავლეთა პასუხების მიხედვით დაფაზე ჩამოვწერ მოსაზრებებს იმის შესახებ , თუ რა აწერინებს ლექსს ადამიანს,ანუ შევაჯამებ მათ პასუხებს.

მოსწავლეებს წყვილებში სამუშაოდ ვაძლევ საახელმძღვანელოში მოცემულ ტაბულას,რათა  გაიხსსენონ  პროზისა და ლექსიკის განმასხვავებელი ნიშნები.
სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწაავლეები კარნახობენ, მასწავლებელი კი დაფაზე ცამოვწერ ლექსის  დამახასიათებელ ნიშნებს.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ მათთვის საყვარელი  რომელიმე ლექსი.
ერთ სტროფს,სურვილისამებრ, რომელიმე მოსწავლე დაწერს დაფაზე.
მასწავლებელი ნასწავლის გახსენების მიზნით სვამს კითხვებს ლექსის საზომისა და რიტმასთან  დაკავშირებით [შეიძლება ეს საკითხები მასწავლებელს წინასწარ ჰქონდეს ფორმატზე ჩამოწერილი, რომელსაც კედელზე გააკრავს და საჭიროების შემთხვევასი გამოიყენებს]:
1.რამდენი სტროფისგან შედგება ეს ლექსი?
2.რამდენი ტაეპია სტროფში?
3.რომელი სტრიქონები ერითმება ერთმანეთ?
4.რა ჰქვია ასეთი სახის რიტმას?
5.როგორია რითმა ბგერითი შედგენილობის მიხედვით?
                                                                                 15 წუთი
   შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვას, რა იციან მოსწავლეებმა ასათიანის შესახებ.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ ლადო ასათიანის მაათვის ცნობილი ლექსები [სავარაუდოდ, გაიხსენონ „კრწანისის ყაყაჩოებსა“ და „ბარდნალას“].

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ხმამაღლა წაუკითხავს სახელმძღვანელოში მოცემულ ლექსს „ვაჟა-ფშაველას ნაამბობი“.

გარკვეული პაუზის შემდეგ  მასწავლებელი სვამს  კითხვებს :მოგეწონათ თუ არა ლექსი?რას გრძნობდით ლექსის კითხვისას?

ამ ზოგადი კითხვების შემდეგ მასწავლებელი გადადის  სახელმზღვანელოში მოცემული კითხვარის დამუშავებაზე  [რასაკვირველია,თუ საჭიროდ მიიჩნევს ,სხვა კითხვებსაც დასვამს].

შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მისწავლეებს, განიხილონ ლექსი ფორმის თვალსაზრისით[კითხვები იხ.ზემოთ].


საშინაო დავალება

ლექსი ისწავლონ ზეპირად.
შინ წაიკითხონ პარაგრაფში მოცემული ქვეთავი ,,ზუსტი სინონიმები“ და წერილობით შეასრულონ ქვეთავის ბოლოს მოცემული დავალება.
შესაძლებელია ასევე, მასწავლებელმა დაავალოს ჩამოწერონ და, აღნიშნონ, რომელი მეტყველების ნაწილებს განეკუთნება თითოეული წყვილი.
  

1 comment:

  1. 1xbet korean | Bet with 1xbet, BetUS, and Bonus - Legalbet
    1xbet has an amazing sportsbook with a huge 바카라 sportsbook bonus. This includes bet365 and 1xbet 22Bet. It is known for their huge range of games that can be 메리트카지노

    ReplyDelete